LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გულში პურის დანა ჩამარტყეს, გახვრეტილი მქონდა ფილტვი და თითქმის მკვდარი მომაბრუნეს საიქიოდან…“ – რა ტრაგიკულ შემთხვევას იხსენებს სანდრო მიკუჩაძე

569
სანდრო მიკუჩაძე

მსახიობი სანდრო მიკუჩაძე ჟურნალ „თბილისელებთან“ (15 დეკემბრის ნომერი) საუბრობს რამდენიმე წლის წინანდელ შემთხვევაზე, როდესაც სიკვდილს ძლივს გადაურჩა. მისი მეგობარი გულში დაჭრეს და გარდაიცვალა, ხოლო თავად, რამდენიმე წლის შემდეგ, იმავე ადგილას მოხვდა დანა:

„რამდენიმე წლის შემდეგ დამჭრეს გულში, ზუსტად იმავე ადგილას, სადაც ჩემი მეგობარი იმავე ჭრილობით გარდაიცვალა. გულში პურის დანა ჩამარტყეს, გახვრეტილი მქონდა ფილტვი და თითქმის მკვდარი მომაბრუნეს საიქიოდან. სრულიად შემთხვევით გამოიარა იმ ადგილას სასწრაფომ, თორემ ბიჭებს რომ ჩავესვი მანქანაში, მეც, ჩემი მეგობრის მსგავსად, ცოცხალს ვერ მიმიყვანდნენ საავადმყოფომდე… სამწუხაროდ, ჩემი მეგობარი გარდაიცვალა, მე კი, ღმერთის წყალობით გადავრჩი…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g