LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურამ შეროზია: „2025 წელს ახალი მანქანა ვაჩუქე საკუთარ თავს… მშენებარეშიც შევიტანე თანხა… ჩემი სტრესის მინიმუმამდე დასაყვანად მჭირდება, რომ უძრავი ქონება მქონდეს…“

208
გურამ შეროზია

გურამ შეროზია საკუთარ დაბადების დღეზე ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს და აღნიშნავს, რომ 2025 წელს საკუთარი თავი კარგად დაასაჩუქრა.

– რამდენად გიყვარს საკუთარი თავის დასაჩუქრება?

– საკუთარი თავის დასაჩუქრება ძალიან მიყვარს. მაგალითად, 2025 წელს ახალი მანქანა ვაჩუქე ჩემს თავს. მთლად ახალი არა, 2023-წლიანი, ცენტრიდან არ გამომიყვანია, მაგრამ ჩემსა და ჩემი ოჯახის კომფორტზე მიბმული ძალიან კარგი საჩუქარია. ასევე, გამიჩნდა „მუღამი“, რომ ამემაღლებინა ცხოვრების ხარისხი და ხუთვასკვლავიანი სასტუმროს ფორმატში მეცხოვრა, ამიტომ ერთ-ერთ მშენებარეში შევიტანე თანხა. სამწუხაროდ, უფრო მერკანტილური მიზნები მაქვს (იცინის).

საერთოდ, ჩემი სტრესის მინიმუმამდე დასაყვანად მჭირდება, რომ უძრავი ქონება მქონდეს. ხვალ რომ მუშაობა დამეზაროს ან ვერ შევძლო, ამ ქონებამ უნდა მარჩინოს ისე, რომ ცხოვრების ხარისხი არ დამივარდეს, ასევე, ანგარიშზე გარკვეული თანხა უნდა მქონდეს მოულოდნელი საჭიროებებისთვის. მოკლედ, ჩემი თავი ძალიან კარგად შევისწავლე, განსაკუთრებით 30 წლის შემდეგ და მაშინვე ხარისხზე ორიენტირებული გავხდი, ამიტომ შესაბამისადაც ვცხოვრობ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g