LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰარი სტაილზი Madison Square Garden-ის 30-დღიანი რეზიდენციის წინ ნიუ-იორკში ვარჯიშისას შეამჩნიეს

105
photo-collage.png (78)

ჰარი სტაილზი ნიუ-იორკის ქუჩებში ვარჯიშისას დააფიქსირეს. მომღერალი ქალაქში თავისი გრანდიოზული საკონცერტო რეზიდენციის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩავიდა.

ორშაბათს, პაპარაცებმა 32 წლის არტისტი ჩინეთის კვარტალსა და სოჰოში სირბილის დროს გადაიღეს. მოგვიანებით, ის ფანებმაც იცნეს და სოციალურ ქსელებში მისი ვიდეოები სწრაფად გავრცელდა. სტაილზი ნიუ-იორკში საცოლესთან, ზოი კრავიცთან ერთად იმყოფება.

ეს გამოჩენა წინ უსწრებს მუსიკოსის უპრეცედენტო ტურნეს მომავალ პერფორმანსებს. ოთხშაბათიდან, სტაილზი Madison Square Garden-ზე 30-კონცერტიან სერიას იწყებს. რეზიდენცია ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდება, ყველა საღამოზე კი ბილეთები სრულად გაყიდულია.

შეგახსენებთ, რომ 6 მარტს, ჰარი სტაილზმა ახალი, რიგით მეოთხე სტუდიური ალბომი – Kiss All the Time. Disco, Occasionally გამოუშვა. ალბომის მხარდასაჭერად, შემსრულებელმა ტურნე – Together, Together, რომლის ფარგლებშიც მასშტაბურ კონცერტებს მსოფლიოს 7 ქალაქში მართავს, 16 მაისს დაიწყო და ის 13 დეკემბრამდე გასტანს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები