კომპანია Huawei-მ SAIC Motor-თან ალიანსის შედეგად მოდელების ახალი ოჯახი წარადგინა, რომელიც ახლად შექმნილი ბრენდის Shangjie სახელით გამოვა. მას მიენიჭა ინდექსი Z7 და პირველ ეტაპზე შედგება სედანისა და უნივერსალისგან, რომლებიც ვიზუალურად ძალიან ჰგვანან Porsche Taycan-ს.
დეტალური ტექნიკური მახასიათებლები ჯერ არ გამოქვეყნებულა, თუმცა გამოცემა AutoHome-ის ინფორმაციით, ახალი მოდელები 250-350 ათასი იუანის დიაპაზონში გაიყიდება.
Shangjie Z7 სედანი და Shangjie Z7T უნივერსალი თითქმის იდენტურად გამოიყურება. მთავარი განსხვავება უკანა ნაწილშია – უნივერსალს განსხვავებული სახურავის ხაზი აქვს და მისი ფორმის გამო მას უკვე shooting brake სტილის ავტომობილსაც უწოდებენ.

ოფიციალურ ფოტოებზე ჩანს სეგმენტირებული ფარები, უკანა მხარეს გაერთიანებული „სინათლის ზოლი“, სპეციფიკური დიზაინის ბორბლები და ლიდარები, რომლებიც, სავარაუდოდ, Huawei Qianqun ADS 4.0 მძღოლის ასისტენტის სისტემის ნაწილი გახდება.


ტექნიკური მონაცემები მოდელის პრეზენტაციამდე ცოტა ხნით ადრე გახდება ცნობილი.