ყველასთვის მოულოდნელად, ჯენიფერ ლოპესმა ლორინ სკაფარიას მომავალი პროექტის, Hustlers რელიზის თარიღი გაამხილა.
გაირკვა, რომ კინოსურათი, რომელშიც 49 წლის ვარსკვლავი სტრიპტიზიორის როლს მოირგებს, დღის სინათლეს მიმდინარე წლის 13 სექტემბერს იხილავს.
როგორც ჩანს, ფილმის გადაღებები აქტიურად მიმდინარეობს, რადგან ამერიკელი რეჟისორის ნამუშევრის პრემიერას მაყურებელი 2020 წელს ელოდა.
ამასთან, ცნობილი გახდა, რამდენიმე პერსონაჟის სახელიც. ჯეი ლო ჯესიკა პრესლერის New York Magazine-ში გამოქვეყნებულ სტატიაზე, The Hustlers at Scores, დაფუძნებულ დრამაში რამონას, ქარდი ბი – სერენას, ხოლო მედლინ ბრიუერი – დონის როლებს შეასრულებენ.
View this post on Instagram
Thass right ? SEPTEMBER 13. @hustlersmovie coming to a theater near you.?#BergdorfDelirium
A post shared by Jennifer Lopez (@jlo) on