LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ილია მეორემ გეგა გეგეშიძე, ჭიდაობის ფედერაცია და ნაკრები დალოცა

88
56120011_2376196789078009_3566697248127451136_n_5ca1f5064d0ae

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა, ილია მეორემ ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე და ნაკრების წევრები დალოცა. ამის შესახებ განცხადებას საპატრიარქოს ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.

“დღეს ჩვენთან დასალოცად მობრძანებულები არიან და ილოცება საქართველოს ჭიდაობის ფედერაცია, ჭიდაობის ეროვნული ნაკრები და მისი პრეზიდენტი ბ-ნი გეგა გეგეშიძე. დალოცვილი და გამარჯვებული იყავით”, —ციტირებს საპატრიარქოს საიტი ილია მეორეს სიტყვებს.

შეგახსენებთ,ზურაბ დათუნაშვილი გეგა გეგეშიძის გადადგომას თვეებია ითხოვს, თუმცა ფედერაციის მოქმედი ხელმძღვანელები და მოჭიდავეთა ნაწილი მის თანამდებობაზე დარჩენას მიესალმება.

გეგა გეგეშიძე, სპორტის სასახლეში ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ნაკრების კაპიტნის, ზურაბ დათუნაშვილის მიმართ ჩადენილი შესაძლო ძალადობის ფაქტზე 22 იანვარს დააკავეს. 24 იანვარს გამართულ სასამართლო პროცესზე კი ხუთი ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები