LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინგლისში დაუსახლებელი კუნძულის მეფის ვაკანსია გამოცხადდა

173
5119

ინგლისში ძალიან უცნაური ვაკანსია გამოცხადდა. იძებნება ადამიანი, ვისაც პაბის მართვის გამოცდილება აქვს, უყვარს მარტოობა და არც ტახტზე ჯდომას და ალკოჰოლში ბანაობაზე იტყოდა უარს.

უფრო ზუსტად კი კუნძულ პილ აილენდსისთვის მეფეს ან დედოფალს ეძებენ. გამოცემა Guardian-ის ინფორმაციით, მომავალ მონარქს წინ განსაკუთრებული კურთხევის ცერემონია ელოდება. მეფეს/დედოფალს ხის სამეფო ტახტრევანზე დასვამენ, თავზე მუზარადს დააფარებენ და ალკოჰოლს დაასხამენ. მონარქის მოვალეობაში მე-14 საუკუნის სასახლის მოვლა იქნება. აპრილიდან სექტემბრამდე კი ტურისტების მიღებაც მოუწევს და ამისთვის საკმაოდ სოლიდურ ანაზღაურებას მიიღებს. როგორც წესი, კუნძულს ძირითადად წვეულებების გასამართად აკითხავენ ხოლმე.

პილ აილენდის ბოლო მეფე სტივ ჩეტეუეი იყო და კუნძულს ის 2007 წლიდან მართავდა. რამდენიმე თვის წინ სტივი პენსიაზე გავიდა და მართვის სადავეები სხვა ადამიანმა უნდა გადაიბაროს.

საინტერესოა, რომ დაუსახლებელი კუნძულიდან უახლოესი ქალაქიდან მხოლოდ 800 მეტრითაა დაშორებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები