„ჩვენ გარკვეული დრო მოვანდომეთ, საბოლოო ჯამში, ძალადობის აღკვეთას. აქაც კულტურულად იმოქმედა სახელმწიფო სისტემამ. ყველა რგოლი გავიარეთ სათანადოდ. ეს იყო კანონის აღსრულებასთან დაკავშირებული პროცედურები, რაშიც იყო ჩართული შსს, პროკურატურა, სასამართლო ხელისუფლება“ – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, „რამდენიმე დღე დასჭირდა ძალადობის აღკვეთას, თუმცა, საბოლოო ჯამში, კულტურულად, ნაბიჯ-ნაბიჯ მივედით კანონის აღსრულებამდე და ძალადობის საბოლოოდ აღკვეთამდე“.
ჯაფარიძე: „შსს-ს გავრცელებული კადრები, რომელშიც ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ჩანს, დადგმული სცენაა“
„სჭირდებათ, რომ მოსახლეობა დააშინონ, რომ ვიღაცები, სადღაც, ოფისებში „მოლოტოვის კოქტეილებს“ ამზადებდნენ“ – თქვა ჯაფარიძემ.
„ჩვენ გარკვეული დრო მოვანდომეთ, საბოლოო ჯამში, ძალადობის აღკვეთას. აქაც კულტურულად იმოქმედა სახელმწიფო სისტემამ. ყველა რგოლი გავიარეთ სათანადოდ. ეს იყო კანონის აღსრულებასთან დაკავშირებული პროცედურები, რაშიც იყო ჩართული შსს, პროკურატურა, სასამართლო ხელისუფლება. რამდენიმე დღე დასჭირდა ძალადობის აღკვეთას, თუმცა, საბოლოო ჯამში, კულტურულად, ნაბიჯ-ნაბიჯ მივედით კანონის აღსრულებამდე და ძალადობის საბოლოოდ აღკვეთამდე. ამ ოთხი წლის განმავლობაში, ჩვენ თვისებრივად გავამყარეთ სახელმწიფოებრიობა ჩვენს ქვეყანაში.
სრულიად საპირისპირო მოვლენა იყო წინა ხელისუფლება, სწორედ სამართლის უზენაესობის არარსებობა და კანონის უზენაესობის არარსებობა იყო მთავარი ხელწერა, რაც წინა ხელისუფლებას ახასიათებდა. იმავეს აკეთებენ დღეს ისინი ოპოზიციის რიგებიდან. ისინი არ ცნობენ ლეგიტიმურ არჩევნებს. არ ცნობენ სახელმწიფოს, ხელისუფლებას, ძალადობენ და საბოლოო ჯამში, მთავარი ისაა, რომ ამ ყველაფრით ისინი მაინც ვერ აღწევენ წარმატებას.
ნინო წილოსანი: „როგორც კი აღმოაჩინეს და გააუვნებლეს უსამშობლო პოლიტიკოსების „საბრძოლო” მარაგები, აქცია მშვიდობიანი გახდა… ჩემი პატივისცემა ყველა პოლიციელს, სპეცრაზმელს და სამართალდამცავს“
„2008 წელს ეს ბიჭები ჩვენს ქვეყანას რომ იცავდნენ, თქვენ სად გარბოდით ლაჩრებო?!“
საბოლოოდ დადასტურდა, გუშინდელ დღეს, რომ ჩავარდნილი „ნაცმაიდანის“ უკან იდგნენ მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ძალები. იდგნენ კონკრეტული პოლიტიკური პარტიები, ძალადობის მთავარი წყარო იყო პარტიული ოფისები და როგორც კი შევედით ამ პარტიულ ოფისებში, ამოვიღეთ შესაბამისი ძალადობის იარაღი, მაშინვე დასრულდა ძალადობა. გუშინ ნახეთ, რომ რესურსი აღარ ჰქონდათ პარტიულ დაჯგუფებებს ძალადობისთვის. როგორც კი მოიშალა ძალადობის წყარო, მაშინვე აღარ მოუწია რეაგირება შსს-ს. ძალიან კარგად ჩანდა ყველაფერი, რაზეც ვსაუბრობდით.
როცა არ იყო ძალადობა მომიტინგეების მხრიდან, საერთოდ არავითარი რეაგირების გაწევა არ დასჭირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს. მითი იმის თაობაზე, რომ ქუჩებში ძალადობდნენ გულწრფელი ახალგაზრდები, თავიდან ბოლომდე, დაიმსხვრა. ეს იყო თავიდან ბოლომდე პარტიულად მართული და დაორგანიზებული ძალადობრივი დაჯგუფებები, რომლებიც ამ დღეების განმავლობაში რუსთაველის გამზირზე მოქმედებდნენ.
ასევე, იცით, რომ არსებობდა ყველაზე დიდი რევოლუციური ჯგუფი „დაიტოვე“. აქაც გაირკვა, რომ ამ ჯგუფის ე.წ. ადმინი ყოფილა სტაჟიანი „ნაციონალი“, რომელიც სააკაშვილს უკრაინაშიც კი სტუმრობდა. აქაც არავითარი გულწრფელობა, თავიდან ბოლომდე პარტიული რესურსი იყო ჩართული ამ „ნაცმაიდნის“ მცდელობაში, რომელიც ამ ოთხი წლის განმავლობაში, ჩვენს ქვეყანაში უკვე მეოთხედ ჩავარდა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ნიკა მელია გვარამიას დაკავებაზე: „რეჟიმის გადარჩენის პროცესია, რომელიც ვერ გადარჩება“