LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ირინა შეიკისა და ანჯელინა ჯოლის ჰიბრიდი“, – ბრედ პიტის ახალი გოგოს უცნობი ფოტოები

423
quien-es-quien-las-claves-para-distinguir-a-nicole-poturalski-la-nueva-ilu-de-brad-pitt-de-sus-gemeliers-irina-shayk-y-angelina-jolie

მანამ, სანამ ჰოლივუდის ყველაზე სასურველი სასიძოს, ბრედ პიტისა და ალია შოკატის რომანით დაშოკილი მედია პიტის გემოვნებას კრიტიკის ქარცეცხლში ატარებდა, 56 წლის ბრედი დროს უქმად არ კარგავდა და 27 წლის ნიკოლ პოტურალსკის ეფლირტავებოდა. საბოლოოდ კი „ინსაიდერი“ სანდო წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ვარსკვლავმა 27 წლის მოდელი გასულ წელს გაიცნო. პირველად ისინი ერთად გასული წლის აგვისტოში, ბერლინში გამართულ წვეულებაზე დააფიქსირეს.

ახლა წყვილის ირგვლივ უამრავი ახალი ინფორმაცია ვრცელდება. ამბობენ იმასაც, რომ პიტმა ახალი რჩეული საფრანგეთში, იმ სასახლეში წაიყვანა, სადაც ბრედმა და ანჯელინამ მარადიული სიყვარული შეჰფიცეს ერთმანეთს, ამის გამო კი ბრედს ყოფილ ცოლთან ურთიერთობა დაეძაბა.

რაც შეეხება ბრედის ახალი გულისწორის სამოდელო კარიერას, ის Cosmopolitan-ის, Elle-ის გარეკანზე არაერთხელ მოხვედრილა და არაერთ პრესტიჟულ ჩვენებაში მიუღია მონაწილოება.

ინტერნეტში აქტიურად განიხილება ნიკოლ პოტურალსის გარეგნობა, მას ირინა შეიკსა და ანჯელინა ჯოლის ამსგავსებენ და მათ ჰიბრიდსაც უწოდებენ.

გადახედეთ ფოტოებს და შეაფასეთ ??

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები