LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ის მომენტია სუნთქვა რომ გეკვრის და ძალიან რომ გიხარია…მადლობა, გიორგი, ნიკოს გახსენებისთვის” – იზა ომაძე გიორგი კეკელიძეს მიმართავს

242
BeFunky-collage - 2023-03-13T214309.622

ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე მწერალ გიორგი კეკელიძეს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით მიმართავს და შვილის გახსენებისთვის მადლობას უხდის.

“ადამიანი ადამიანის ადამიანური ადამიანობით რომ ადამიანობს — მგონი ამაზე ყველა დამეთანხმებით…
ყველა დროს თავის გმირები ჰყავს, ადამიანები რომლებიც ეპოქას ხედავენ აჯამებენ და მომავალ თაობებს უტოვებენ ნაფიქრალს…შენი სიტყვა— მარგალიტები მთელს საქართველოს შემოევლება ყელსაბამად და ევროპამდეც გასწვდება…

ის მომენტია სუნთქვა რომ გეკვრის და რომ ძალიან გიხარია, თანაც ტკივილიანი სიხარული უხხ, როგორი ძნელია…

მადლობა გიორგი ნიკოს გახსენებისთვის, გვახსოვს როგორ ემოციურად ჰყვებოდა შენთან თითოეულ შეხვედრაზე…

მადლობა, ათასგზის მადლობა…

ჩვენს ვარსკვლავბიჭუნაზე, ვარსკვლავზე სახელად ხვიჩა — უსასრულოდ შემიძლია ვილაპარაკო ადამიანობის ეტალონია…

უფალმა მას ყველაფერი მომადლა, ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია სირცხვილი არ ვაჭამოთ ევროპულ დიდ ოჯახში”, – წერს იზა ომაძე.

გიორგი კეკელიძის მიერ გამოქვეყნებული ამონარიდის ნახვა, სადაც ნიკო კვარაცხელიაზეა საუბარი, შეგიძლიათ მითითებულ ბმულზე: „წიგნს რომ დავწერ, სინდისი სამშვიდობოს არ გამიშვებს და ეგეც უნდა ვთქვა…ხვიჩამდე კიდევ ერთ ვარსკვლავობისთვის ჩაფიქრებულ ახალგაზრდა კვარაცხელიას ვიცნობდი” – გიორგი კეკელიძე

გიორგი კეკელიძე ხვიჩა კვარაცხელიაზე წიგნის წერას იწყებს: „მასთან აქტიური თანამშრომლობაც მომიწევს, არც ჩემი გრაფიკია ადვილი და მისი ხომ მით უმეტეს, ვნახოთ, რა გამოვა“

„კონტრაქტი გაფორმებულია, ხვიჩა კვარაცხელიაზე წიგნს რომაული გამომცემლობა გამოსცემს.. ეს მრავალმხრივ მნიშვნელოვანი ამბავია“ – გიორგი კეკელიძე

ხვიჩა კვარაცხელიას გოლის ვიდეო, მისმა ბავშვობის კუმირმა, გუტიმ გამოაქვეყნა

ვიდეო: „კვარა გოლი“- სიმღერა რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას მიუძღვნეს

„ვინ არის ის? რომ არ ჰყავს ბურთის წამრთმევი“ – რეპერმა მასტერმა ხვიჩა კვარაცხელიას სიმღერა მიუძღვნა

ხვიჩა კვარაცხელიას ავტოგრაფიანი მაისური 5200 დოლარად გაიყიდა – „ნაპოლის“ ფეხბურთელები მიწისძვრით დაზარალებულებთა დასახმარებლად გაერთიანდნენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g