LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიამ ცხოველებთან ერთად საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის წესები გაამარტივა

70
1100x619_cmsv2_a62a8c4d-9ef0-5aa9-a8c8-a8d99fab07a2-6795620

იტალიელებს უფლება მისცეს, რომ მატარებელში ცხოველები უფასოდ აიყვანონ. ასეთი გადაწყვეტილება ქვეყნის მთავარმა რკინიგზის გადამზიდავმა Trenitalia-მ მიიღო. Euronews-ის ინფორმაციით, ახალი წესი კომპანიის ყველა შიდა თუ საერთაშორისო რეისს ეხება.

ამ გზით, Trenitalia-ს სურს, რომ შინაური ცხოველები მარტოობისგან იხსნას. საქმე ისაა, რომ ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო დასასვენებლად წასულ მეპატრონეებს შინაური ცხოველები თან ვერ მიჰყავთ. საკურორტო სეზონის დროს ეს პრობლემა განსაკუთრებით აქტუალური ხდება.

უფასო მგზავრობის წესი ეხება ნებისმიერ მცირე ზომის ცხოველს, ხოლო მოზრდილი ცუგებისთვის კვლავინდებურად ბილეთის შეძენა იქნება საჭირო, თუმცა ბილეთის ფასი 50%-ით გაიაფდება.

შეთავაზება 15 სექტემბრამდე მოქმედებს. თუმცა, ცხოველების მეპატრონეებს ეკონომიის გაკეთება ამის შემდეგაც შეეძლებათ. Trenitalia-ს გადაწყვეტილებით, კვირიდან პარასკევის ჩათვლით შინაური ცხოველებისთვის მატარებლის ბილეთის ფასი 5 ევრო, ხოლო შაბათობით მხოლოდ – 1 ევრო იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები