იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, 1 წელში სახელმწიფოს საქართველოს მესამე პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილზე 200 000 ლარამდე აქვს დახარჯული, ზოგადად კი, 1 პატიმარზე 17 400 ლარი იხარჯება.
აღნიშნულის შესახებ მინისტრმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფარგლებში დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
„200 000 ლარამდეა დახარჯული 1 წლის განმავლობაში. 1 პატიმრის შენახვაზე დაახლოებით, 17 400 ლარი იხარჯება წელიწადში. სააკაშვილს რაც შეეხება, 200 000 ლარამდეა სახელმწიფოს მიერ დახარჯული.“– განაცხადა რატი ბრეგაძემ.
მინისტრის განცხადებებს ვრცლად გაეცნობით:
„მაგ უზრდელობაზე როგორ გიპასუხო, ქალი ხარ“ – იუსტიციის მინისტრი ანი წითლიძეს
