LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯაბა ზარქუა: „ექიმი არ უნდა იყოს ბატონი, არც ადამიანურია ასეთი მიდგომა პაციენტთან და არც პროდუქტიული…“

149
ჯაბა ზარქუა

„ზოგადად, შიში შეიძლება ადამიანს ისედაც გაუჩნდეს ექიმთან საუბრის ან რამე პროცედურის შემდეგ და ეს მაინცდამაინც გამიზნულად არ ხდებოდეს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ამას ექიმები გამიზნულად აკეთებენ“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში გასტროენტეროლოგი, ჯაბა ზარქუა წერს.

ზარქუა ამბობს, რომ მსგავს პრაქტიკას მედიკოსთან ნაწილი ხშირად მიმართავს იმ მიზეზით, რომ პაციენტმა ექიმის რეკომენდაციები შეასრულოს.

გასტროენტეროლოგი პაციენტებს რჩევას აძლევს:

„პაციენტის შეშინება – ცუდია.
ვისაუბროთ და ვიფიქროთ ამაზე. ზოგადად, შიში შეიძლება ადამიანს ისედაც გაუჩნდეს ექიმთან საუბრის ან რამე პროცედურის შემდეგ და ეს მაინცდამაინც გამიზნულად არ ხდებოდეს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ამას ექიმები გამიზნულად აკეთებენ. ახსნა შემდეგია – ადამიანი ბრიყვია, თუ არ შეაშინე, ისე თავს დაიზიანებს და არ შეასრულებს რეკომენდაციებს. არადა რეალური ახსნა გითხრათ რა არის? შეშინებული ადამიანი უფრო მორჩილია, გააკეთებს ყველაფერს რასაც ექიმი უბრძანებს. იქ სადაც ექიმი არის ბატონი და პატრონი, შიში მისი იარაღია. არადა ექიმი არ უნდა იყოს ბატონი, არც ადამიანურია ასეთი მიდგომა პაციენტთან და არც პროდუქტიული. პაციენტი გუნდის წევრად უფრო გჭირდება, ვიდრე – ყმად.
მე, როგორც გასტროენტეროლოგს, შიში მეზიზღება ბევრი მიზეზის გამო და მათ შორის უმთავრესის – შიშები წარმოქმნიან ჩივილებს.
დიახ, მუცელი მეტად გებერებათ როცა შეშინებული ხართ.
კუჭიც მეტად გეწვით როცა შეშინებული ხართ.
გულძმარვაც მეტი გაქვთ როცა შეშინებული ხართ.
დეფეკაციაც მეტად გაქვთ, როცა შეშინებული ხართ.
მეცნიერებაა ეს. ნერვების მოქმედებაა. არ გეჩვენებათ. ყველა ეს ჩივილი ნაღდია და რეალური და ისინი გამოიწვია მუდმივად აღგზნებულმა ამიგდალამ და ყველა გაფაჩუნებაზე ჩართულმა HPA-ღერძმა.
ჰოდა, „ექიმი-ბატონების” დამხობას აქ დრო დასჭირდება, ათწლეულებიც. პაციენტები მაგას ნუ დაელოდებით, უბრალოდ გახსოვდეთ რომ ექიმი თუ გამიზნულად გაშინებთ, ესე იგი დიდად არაფერში გარგიათ და გულთან ახლოს მისი სიტყვები არ მიიტანოთ.
და ჰო – ზრუნვის მიზნით ოჯახის წევრის შეშინება ექიმს არასდროს სთხოვოთ. ნუ, მე მაინც არ მთხოვოთ. შიშებთან ეს დამოკიდებულება მაქვს რაც დავწერე და არ გამოვდგები ბუად…“ – წერს ზარქუა.  

პაციენტის შეშინება – ცუდია. ვისაუბროთ და ვიფიქროთ ამაზე. ზოგადად, შიში შეიძლება ადამიანს ისედაც გაუჩნდეს ექიმთან…

Posted by Jaba Zarkua on პარასკევი, 27 თებერვალი, 2026
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g