Met Gala-ს წლევანდელ ღონისძიებაზე ყველა ჯეი ლოს გამოჩენას ელოდა, თუმცა 55 წლის არტისტმა რატომღაც ამჯერად წლის ყველაზე გლამურული ივენთი გამოტოვა. ამის ნაცვლად მან ინსტაგრამზე ფოტოები გაავრცელა, რომლებშიც სავარჯიშო სამოსშია გამოწყობილი.
„იშრომე დღეს, რომ ხვალ იბრწყინო“, – წერს ჯეი ლო.
შეგახსენებთ, შარშან ვარსკვლავი Met Gala-ზე ოქროსფერი, საოცრად ლამაზი, ნაქარგებიანი კაბით გამოჩნდა. ტაბლოიდებს არაერთხელ დაუწერიათ, რომ სწორედ იმ პერიოდში გართულდა მისი და ბენ აფლეკი ურთიერთობა, რაც რამდენიმე თვეში, განქორწინებით დასრულდა.
„ჩემს სიყვარულს ამიერიდან ფასი დაედება“ – ჯეი ლო დამაინტრიგებელ სტატუსსა და ფოტოებს ავრცელებს
ფოტო/ვიდეო: ჯეი ლო საუდის არაბეთში გამართულ კონცერტზე ჩაცმული გამოვიდა
ცნობისთვის, ჯეი ლოს ტურნე Up All Night Tour სტარტს 8 ივლისს აიღებს და 3 აგვისტომდე გაგრძელდება. ტურნეს დაწყებამდე ლოპესი 1-ელ და 4 ივლისს თურქეთში, ხოლო 6 ივლისს, ეგვიპტეში სპეციალური მიწვევით იმღერებს. ტურნე ევროპასაც მოიცავს. 3 აგვისტოს ის კონცერტს ერევანში ჩაატარებს.
ჯენიფერ ლოპესი კონცერტებს სომხეთსა და თურქეთში გამართავს – ტურნეს დეტალები ცნობილია


