LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯენიფერ ლოპესმა ,,ანტი-ოსკარის” ნომინაცია მეთორმეტედ მიიღო და მადონას გაუთანაბრდა

239
photo-collage.png (2)

1-ელ მარტს, ტრადიციულად ,,ოსკარების’’ წინ, წლის მთავარი კინომოვლენის საპირისპირო დაჯილდოება – ,,ოქროს ჟოლო’’ გაიმართება.

საიუბილეო, 45-ე ,,ოქროს ჟოლოს დაჯილდოების’’ ტოპ ნომინანტი – ,,ჯოკერი: ორთა აშლილობა’’ გახდა. 2019 წლის კინოსურათის – ,,ჯოკერი” გაგრძელება ხოაკინ ფენიქსისა და ლედი გაგას მონაწილეობით 7, მათ შორის ,,ყველაზე ცუდი ფილმის” ნომინაციაშია წარდგენილი.

აღსანიშნავია, რომ ნომინატთა შორის ჯენიფერ ლოპესიც მოხვდა. ჯეი ლომ ფილმში – ,,ატლასი’’ შესრულებული მთავარი როლისთვის, ,,ყველაზე ცუდი ქალი მსახიობის’’ ნომინაცია მიიღო. მას ეს ნომინაცია მეშვიდედ მიენიჭა. ამ კატეგორიაში კი მის წინააღმდეგ: ლედი გაგაკეიტ ბლანშეტიდაკოტა ჯონსონი და ბრაის დალას ჰოვარდი არიან.

ამრიგად, ჯეი ლო ,,ოქროს ჟოლოს დაჯილდოების” მრავალწლიან ისტორიაში, მეორე ქალ ვარსკვლავად იქცა, რომელსაც ყველაზე მეტი ,,ანტი-ოსკარის” ნომინაცია მიენიჭა. შედეგად, დაჯილდოებაზე საერთო ჯამში მიღებული 12 უარყოფითი ნომინაციით, ის მადონას გაუთანაბრდა.

ცნობისთვის, ჯენიფერ ლოპესმა ,,ანტი-ოსკარი’’ ,,ყველაზე ცუდი ქალი მსახიობის’’ ნომინაციაში 2004 წელს, კინოსურათში – ,,ჯილი’’ მონაწილეობისთვის მიიღო. კიდევ ერთი ჯილდო მას ამავე ფილმისთვის, ბენ აფლეკთან ერთად გადასცეს. მაშინ, ისინი ,,ყველაზე ცუდ ეკრანულ წყვილად” დაასახელეს.

45-ე Golden Raspberry Awards-ის ნომინანტთა სრული სია იხილეთ აქ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები