21 ოქტომბერს რეალითი შოუს ვარსკვლავს, ცნობილ მოდელს კიმ კარდაშიანს 39 წელი შეუსრულდა. კიმმა მეგობრებისგან და ოჯახის წევრებისგან უამრავი საჩუქარი მიიღო, თუმცა მისი მეუღლის, რეპერი კანიე უესტის საჩუქარმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა.
იუბილარმა ტვიტერზე „თანხის შეწირვის მოწმობა“ გამოაქვეყნა. 42 წლის რეპერმა 1 მილიონი დოლარი საქველმოქმედო ფონდს გადაურიცხა.
როგორც გაირკვა, კანიე უესტმა თანხა იმ საქველმოქმედო ფონდს გადაურიცხა, რომელიც სასჯელაღსრულების სფეროში რეფორმებს ემსახურება.
„ეს ჩემი საყვარელი საქველმოქმედო ორგანიზაციაა, რომელსაც მეც დიდი ხანია ვეხმარები, ჩემმა მეუღლემ ეს ჩვენი ოჯახის და შვილების სახელით გააკეთა, ჩემი გული ბედნიერებისგან მზადაა გასკდეს“, – აღნიშნული ემოციური პოსტი კიმ კარდაშიანმა ტვიტერზე გამოაქვეყნა.



