მედია აქტიურად ადევნებს თვალს ახალ ვარსკვლავურ წყვილს. საუბარია მრავალი მუსიკალური ჯილდოს მფლობელი არტისტის, ტეილორ სვიფტისა და ფეხბურთელის, ტრევის კელსის რომანზე. ამჯერად ინტერნეტსივრცე მორიგმა ვიდეოებმა დაიპყრო.
ტეილორმა ტურნეს ფარგლებში ჩატარებულ მორიგ კონცერტზე თავისი ჰიტის, Karma-ს შესრულებისას ტექსტი შეცვალა და ტრევისს მიმართა.
„კარმა, ეს ის ბიჭია ეკრანზე და ის დღეს ჩემთან სახლში მოდის“ – იყვირა მომღერალმა და ხალხის ოვაციებიც გამოიწვია.
ტრევისი თავადაც გაოცებული იყო და ემოციებს ვერ მალავდა. პერფორმანსის დასრულების შემდეგ კელსი კულისებთან მივიდა, წყვილმა ერთმანეთს საჯაროდ პირველად აკოცეს.
რომანი დადასტურდა – ტეილორ სვიფტი და ტრევის კელსი ყველაზე ლამაზ ვარსკვლავურ წყვილად აღიარეს
GUYSSSSSW pic.twitter.com/sVB6Z9RwGw
— vero 🖤 the lesbian intern of ttpd (@inyourcardigan) November 12, 2023
Karma is the guy on the Chiefs coming straight home to me – The Eras Tour pic.twitter.com/TbyI4urTIc
— Mídias TSBR (@midiaTSBR) November 12, 2023