კატების საერთაშორისო ფედერაციამ (FIFE) ყველა კატას, რომელიც რუსეთში ცხოვრობს და რუსი მეპატრონე ჰყავს, საერთაშორისო გამოფენებსა თუ სხვა ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება აუკრძალა. შეზღუდვა დასაწყისისთვის მარტიდან 31 მაისამდე იმოქმედებს.
გარდა ამისა, რუსეთიდან წამოყვანილ ვერც ერთ კატას ვერ დაარეგისტრირებენ FIFE-ს შთამომავლობის წიგნშიც. ეს კი ყველა ცხოველისთვის უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს წარმოადგენს.
ორგანიზაციაში აღნიშნეს, რომ შემოღებული სანქციები საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა გადაიხედოს. მანამდე კი რუსეთის ფედერაციის აგრესიას ამ გზით გააპროტესტებენ.