ბორტგამცილებელმა, რომელიც კერძო თვითმფრინავის რეისებზე მუშაობს, მილიონერთა ყველაზე უცნაურ მოთხოვნებზე ისაუბრა. მისი ინტერვიუ ბრიტანულმა გაზეთმა Express-მა გაავრცელა.
ბორტგამცილებელმა, რომელმაც ანონიმად დარჩენა ამჯობინა, დააზუსტა რომ მისი კლიენტების უმრავლესობა ძალიან მდიდარი ბრიტანელები და ამერიკელები არიან, რომლებიც მდიდრულ ჯეტს ქირაობენ, რათა გლამურული დასვენებით დატკბნენ ან დრო მეგობრებთან ერთად გაატარონ. გოგონა იმასაც ამბობს, რომ მის რეისებზე ძირითადად პოლიტიკოსები, ბიზნესმენები და სხვა ცნობილი ადამიანები არიან ხოლმე, თუმცა კონკრეტული სახელების დასახელებისგან თავი შეიკავა.
ბორტგამცილებლის სიტყვებით, გავლენიან ადამიანებს ხშირად აწუხებთ უჩვეულო სურვილები, მაგალითად სამძიმარზე მიმავლებს შამპანური უნდებათ. მას ხშირად ჰქონია ისეთი შემთხვევა როცა აშშ-დან გამოფრენისას მდიდარი კლიენტი ბორტზე ერთ გოგონასთან ერთად მისულა, ევროპაში გაჩერების დროს კი ის სხვა თანამგზავრით ჩაუნაცვლებია.
საერთო ჯამში ავიაკომპანიის თანამშრომელი თავისი სამსახურით ძალიან კმაყოფილია, როგორც წესი, კლიენტებში ძალიან უმართლებს, ისინი ზრდილობიანი და ადეკვატურები არიან. ასევე, საკმაოდ დიდ ჩაისაც ტოვებენ. როგორც წესი, ჩაის რაოდენობა 1200-დან 1500 ევრომდე მერყეობს, რაც ცუდი სულაც არ არის.