LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხატია ქვათაძემ ქალიშვილს კატაი დაარქვა: „დავით აღმაშენებლის შვილს ერქვა…“

3390
xatia-qvatadze

„იმედის“ საინფორმაციოს წამყვანი, ხატია ქვათაძე 15 მაისს დედა გახდა. მას გოგონა შეეძინა, რომელსაც კატაი დააარქვეს.

ხატია ქვათაძე ჟურნალ „თბილისელებს“ უზიარებს დედობასთან დაკავშირებულ შესანიშნავ ემოციებს და პასუხობს კითხვას, როგორ შეურჩია სახელი პატარას:

„როგორც კი სქესი გავიგეთ, სახელიც მაშინვე შევურჩიეთ. უფრო სწორად, მამამ შეარჩია. კატაი დავარქვით, როგორც დავით აღმაშენებლის შვილს ერქვა. ზუსტად ამ მიზეზის გამო შეურჩია მამამ ეს სახელი. გარდა ამისა, კატაი იაპონურად მაგარს ნიშნავს, დავინახეთ, რომ მაგარი გოგო იქნებოდა და სახელიც მოუხდა…

ჩემი მეუღლე ძალიან კარგი ადამიანია. ერთმანეთი რამდენიმე წლის წინ გავიცანით და ურთიერთობა მეგობრობით დავიწყეთ. მერე აღმოჩნდა, რომ ეს მეგობრობაზე მეტი იყო, რაც პირველმა მან დამანახვა და ისე იაქტიურა, მოახერხა, რომ დღეს უკვე ერთად ვართ, რასაც მე, მისგან განსხვავებით, საწყის ეტაპზე ვერ წარმოვიდგენდი. მე უფრო შიშით ვუყურებდი ყველაფერს. მეუღლეს ვეკითხებოდი: ბავშვი როცა გვეყოლება, მერე რა უნდა ვქნათ? ვეღარ ვიმოგზაურებთ, ვეღარსად ვივლით თავისუფლად და ასე შემდეგ-მეთქი. მარწმუნებდა: ამას თუ შეხედავ, როგორც ახალ თავგადასავალს, პირიქით, უფრო საინტერესო იქნება მასთან ერთად მოგზაურობაც და საერთოდ ყველაფერიო. ვხვდები, რომ მართალია…“

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g