LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კივილი გავიგონე.. სახლის მეპატრონე ყვიროდა მომკალითო” – ზუგდიდში 26 წლის მამაკაცს, რომელიც ახლობელს სახლის დემონტაჟში ეხმარებოდა ბეტონის ფილა დაეცა და გარდაიცვალა

4798
BeFunky-collage (5)

ზუგდიდში, სოფელ ალერტკარში 26 წლის მამაკაცს სახლის დემონტაჟის დროს ბეტონის ფილა დაეცა. ის ადგილზევე გარდაიცვალა.

როგორც ადგილობრივები ჰყვებიან სახლი, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, გარდაცვლილის ახლობლის იყო. მამაკაცი მას სახლის დემონტაჟში ეხმარებოდა. როგორც მეზობელი იხსენებს, სახლის მეპატრონე აფრთხილებდა, ზევით არ ასულიყო, შეიძლება დაინგრესო.

“ამ ფაქტის შემდეგ, სახლის მეპატრონე ყვიროდა, მომკალით მომკალითო”, – ამბობს ადგილობრივი მცხოვრები.

გარდაცვლილის ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს. შემთხვევა დღეს დილით მოხდა.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g