LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კლინიკა „მედცენტრის“ ინფორმაციით, ნანგრევებიდან ამოყვანილი ზვიად თავდგირიძის მდგომარეობა გაუმჯობესდა

256
batumingreva-11

ბათუმში, კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული 37 წლის ზვიად თავდგირიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. ამის შესახებ კლინიკა „მედცენტრში“ განაცხადეს.

კლინიკის დირექტორის, მედეა ქაჯაიას თქმით, მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

„პაციენტის მდგომარეობა დასტაბილურდა. იგი საკმაოდ აქტიური გახდა. ხვალ ვგეგმავთ პალატაში გადავიყვანოთ, რეაბილიტაციას დასჭირდება ხანგრძლივი დრო, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, – განაცხადა მედეა ქაჯაიამ.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. ტრაგედიას 9 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მათ შორის სამი ბავშვია.

კიდევ ერთი დაშავებული ამ დრომდე კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. საქმეზე 3 პირია დაკავებული.

რიჟვაძემ სახლის ჩამონგრევისას გადარჩენილი მცირეწლოვანი იოანე ქავთარაძე და ზვიად თავდგირიძე მოინახულა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები