LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოვიდ რეგულაციების შემსუბუქებასთან ერთად ტაილანდში რეკორდული რაოდენობის ტურისტი ჩავიდა

48
3960541D-03B5-4B04-ABDA-1AA931545121

ტაილანდის ხელისუფლებამ ტურისტების მასობრივი შემოდინება დააფიქსირა. კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნასთან ერთად, ქვეყანას მთელი მსოფლიოდან ათასობით ვიზიტორმა მიაშურა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა Thai PBS ავრცელებს.

უცხოელი ტურისტების რაოდენობამ განსაკუთრებით მას შემდეგ მოიმატა რაც ტაილანდმა გაფრენამდე პსრ-ტესტის აღების აუცილებლობა გააუქმა. ამ გადაწყვეტილების მიღებიდან მეორე დღესვე ბანგკოკის აეროპორტში მგზავრების რაოდენობა გაორმაგდა და 12 ათასს მიაღწია. შეიძლება ითქვას, რომ ფაქტობრივად პანდემიამდე არსებულ დონეს მიუახლოვდა.

უცხოელი ვიზიტორები პსრ-ტესტის ჩაბარებისგან სრულად ნამდვილად არ თავისუფლდებიან. ტაილანდში ჩასვლის შემდეგ მათ მაინც მოუწევთ ტესტის აღება და სანამ პასუხს მიიღებენ სასტუმროში, იზოლაციაში უნდა იყვნენ. გარდა ამისა, ძალაში რჩება ვიზიტის დაწყებიდან მეხუთე დღეს განმეორებითი ტესტიც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები