მიუხედავად იმისა, რომ ჯორჯიანა როდრიგესი ოჯახთან ერთად საუდის არაბეთში გადავიდა საცხოვრებლად, ის ერთ ადგილზე დიდ ხანს იშვიათად ჩერდება. კრიშტიანო რონალდოს საყვარელი ქალი ბევრს მოგზაურობს და „ინსტაგრამ“ გამომწერებს ახალ-ახალი ფოტოებითა და ვიდეოებით ხშირად ანებივრებს.
ამჯერად რეალითი შოუს ვარსკვლავმა ლონდონში მოგზაურობის კადრები გაგვიზიარა. მას თან შვილებიც ახლავს. წყაროს ცნობით, ვარსკვლავური ოჯახი შობის დღესასწაულს სავარაუდოდ დიდ ბრიტანეთში გაატარებს.
„მამა“ – ჯორჯიანა როდრიგესი კრიშტიანო რონალდოსა და მათი უმცროსი ქალიშვილის უთბილეს ფოტოს ავრცელებს