ლევან წვერავა და ნინი კენჭიაშვილი, დუეტის „ლეონიი“ წევრები, თავიანთ პატარა ბიჭუნასთან ერთად ახალ სახლში გადავიდნენ, რომელიც დიდ დიღომში მდებარეობს.
როგორც ჟურნალ „თბილისელებში“ გამოქვეყნებული ინტერვიუდან შევიტყვეთ, ლევანი და ნინი ნოეს ძიძის გარეშე ზრდიან.
ლევან წვერავა:
„როგორღაც ვახერხებთ, აქამდე ძიძაც არ გვყავს. არანორმალური გრაფიკი გვაქვს და რეალურად გვიჭირს, თუმცა ადამიანები ამას ვერ ამჩნევენ.
ყველაფერი ისევ ჩვენს უძილო ღამეებზე გადის. ახლა გვინდა, ძიძა ავიყვანოთ. აქამდე არ გვინდოდა, მაგრამ უკვე ძალიან სჭირდება ჩვენს საქმეს. პოპულარობას, მოპოვებასთან ერთად, შენარჩუნებაც სჭირდება, ეს გაცილებით დიდ დროს საჭიროებს. ჯერჯერობით ჩვენი შრომით გამოგვდის. ახლა ბევრს ვფიქრობთ ძიძაზე, არ არის მარტივი თემა. ოჯახის წევრებიც გვეხმარებიან, მაგრამ ყველას თავისი საქმე აქვს და რთულია, ამიტომ დახმარება გვჭირდება…“
ვიდეო: დუეტი „ლეონიი“ იასამნების გარემოცვაში „იასამანს“ ასრულებს