LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Lexus ჩქაროსნული იახტების წარმოებას იწყებს (ფოტო)

88

კომპანია Lexus-მა, რომელიც ავტოგიგანტ Toyota Motor-ის შემადგენლობაშია, ტოკიოში ახალი იახტის შემცირებული ვარიანტი წარმოადგინა.

Lexus-ი იახტების წარმოებას იმავე ტექნოლოგიებით გეგმავს, რასაც სპორტული ავტომობილების შემთხვევაში იყენებს. ახალი იახტის პროტოტიპი, რომელიც ტოკიოშია წარმოდგენილი, აღჭურვილია 5 ლიტრიანი ძრავით და 80 კილომეტრ/საათი სიჩქარის განვითარების საშუალებას იძლევა.

Lexus-ის იახტების სიგრძე 18 მეტრს შეადგენს, თუმცა გამორიცხული არ არის, რომ კომპანიამ ინდივიდუალური შეკვეთებიც მიიღოს.

საინტერესოა, რომ Toyota Motor კატერებს 1997 წლიდან აწარმოებს და მთლიანობაში იაპონიაში 850 კატერია გაყიდული.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები