LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მაგრად ცივა მთაში, ზოგი გარეთაც ვერ გამოდის ტანსაცმელის უქონლობის გამო”

1136

აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში მორიგ საქველმოქმედო აქციას აანონსებს.

სინჯიკაშვილს გეზი რაჭისკენ აქვს. როგორც ის წერს, ამ აქციისთვის ტანსაცმელს, ხვალ და ზეგ, ნაძალადევის რაიონში შეაგროვებენ.

სინჯიკაშვილი მოსახლეობას აქტიურობისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ მთაში, ზოგიერთი ტანსაცმლის უქონლობის გამო, სახლიდანაც ვერ გადის.

“ყურადღება! ზამთარში ყველაზე მეტად მთაში ჭირს თბილი ტანსაცმელი, ამიტომ ზეგ ჩვენ ავალთ რაჭაში, ამბროლაურში და ვეცდებით რაც შეიძლება მეტი ადამიანი გავათბოთ ❤ ხვალ, შაბათს, 16 დეკემბერს, შუადღის 3 საათიდან, საღამოს 9 საათამდე და კვირას, 17 დეკემბერს,დილის 9 საათიდან, შუადღის 3 საათამდე ისევ ნახალოვკაში, “ქარვასლა”-ს წინ ავტოსადგომზე იდგება დიდი სატვირთო მანქანა და შევაგროვებთ ყველანაირი ზომის და ფორმის ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, თბილ საბნებს, პლედებს, საოჯახო ნებისმიერ ნივთებს და საერთოდ ყველაფერს, რაც სახლში აღარ გჭირდებათ ❤არ დაგეზაროთ რა, მაგრად ცივა მთაში და ზოგი გარეთაც ვერ გამოდის ტანსაცმელის უქონლობის გამო :/
როგორც შეძლებთ გამივრცელეთ ეს ამბავი, რომ რაც შეიძლება ბევრი შეგროვდეს, უპოვარი ძალიან ბევრია :/
გელოდებით ხვალ და ზეგ შესაბამის საათებში, გახსოვდეთ რომ თითო ნივთი, თითო გამთბარ და გახარებულ ადამიანს ნიშნავს”, – წერს სინჯიკაშვილი სოც.ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები