მაია ჯაბუა ჟურნალ „თბილისელებს“ ესაუბრება იმის შესახებ, როგორ ზრუნავს საკუთარ გარეგნობაზე:
„აქაც ზომიერების მომხრე ვარ. საერთოდ, მიყვარს ბუნებრიობა, გარეგნობაშიც და ურთიერთობაშიც. მე მიყვარს ადამიანი ისეთი, როგორიც არის. მიმაჩნია, რომ ბუნებრივი ძალიან ლამაზია. თავის მოვლავ ბუნებრიობის მოფრთხილებას ნიშნავს. ბუნებრიობაში გაწეწილ თმას არ ვგულისხმობ, არც იმას, რომ სახეზე კრემი არ უნდა წავისვათ. ძალიან მოვლილი უნდა იყოს ადამიანი, ადამიანის გარეგნობა, სულიერება, ფიზიკური თუ მენტალური მდგომარეობა ერთი მთლიანობაა, ჩვენ ხომ ნაწილ-ნაწილ არ ვარსებობთ… ამიტომ ყველაფერზე უნდა ვიზრუნოთ. მოვლა ყველაფერს სჭირდება, მაგრამ ბუნებრივად. მაგალითად, არ მიყვარს ზედმეტად დაყენებული ვარცხნილობა, ზედმეტი მაკიაჟი, ძალიან ეპატაჟური ჩაცმულობა. ეს ჩემთვის დაბალი გემოვნებაა. ჩემთვის ბუნებრიობაა ესთეტიკა“.