LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაკა ძაგანია: „როგორც შვილების გაჩენა იყო ჩემთვის მოვლენა, ზუსტად ასეთივე მოვლენაა ჩემთვის ჩემი ვენახი…“

718
მაკა ძაგანია

მსახიობ მაკა ძაგანიას ახლახან 44 წელი შეუსრულდა. როგორც თავად ამბობს, ბოტოქსი უკვე სჭირდება, მაგრამ ჯერ გაკეთებას არ აპირებს. მაკა ქალაქგარეთ ცხოვრობს მეუღლესა და შვილებთან ერთად და ვენახს უვლის, რაც მის ცხოვრებაში ახალი ფაზაა. გთავაზობთ ამონარიდს ჟურნალ „თბილისელების“ ინტერვიუდან.

ასაკის მატება და გარეგნული ცვლილებები – ამაზე როგორ რეაგირებ?

თითქოს, ახლა და ახლა უფრო დავიწყე ცვლილებებზე დაკვირვება. 21-ე საუკუნეში ბევრი საშუალება არსებობს იმის გამოსასწორებლად, რაც არ მოგწონს, მაგრამ მე მაინც ბუნებრიობის მომხრე ვარ. ის ნაოჭიც რომ მოდის, ვფიქრობ, რომ უნდა გქონდეს. არ ვამბობ, რომ თავს არ უნდა მოვუაროთ, მაგრამ მე ბუნებრიობა მირჩევნია. ახლახან გავიწმინდე სახე, ცხოვრებაში პირველად და ალბათ, მეორედ ამას აღარ გავაკეთებ. თითქოს, ჩემი არ არის. ბოტოქსზე ჯერ არც ვფიქრობ, მაგრამ შეიძლება, ორ წელიწადში ვთქვა, უი, მჭირდება და მინდა-მეთქი. ახლაც მჭირდება, მაგრამ არ მინდა. 44 წლის გავხდი, პატარა აღარ ვარ და ბუნებრივია, რომ ჩემს სახეზე რაღაცები გაჩნდა, მაგრამ ჯერ ვეგუები და თუ მივხვდი, რომ აღარ მომწონს, ავდგები და მერე გავიკეთებ, რაც დამჭირდება. თუმცა, მაინც მეეჭვება, ასე მოვიქცე (იცინის).

რას უსურვებ საკუთარ თავს?

ახალი გამოწვევა მაქვს, რომელთანაც ადრე არანაირი კონტაქტი არ მქონია, მიწასთან ურთიერთობას ვგულისხმობ. ეს ჩემს ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი ფაზაა. როგორც შვილების გაჩენა იყო ჩემთვის მოვლენა, ზუსტად ასეთივე მოვლენაა ჩემთვის ჩემი ვენახი. ძალიან მაბედნიერებს და ბევრი გეგმა მაქვს მასთან დაკავშირებით. ჩემს თავს ვუსურვებ, ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვე ჩემს გეგმებს და შევძლო, იმ ჩანაფიქრის განხორციელება, რომელიც ჩემს გონებაშია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g