LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მალტას სკოლებში ახალი საგანი დაამატეს – მოსწავლეები ტრადიციულ ხელობებს გაეცნობიან

124
ქირიას NEWS შაბლონი

მალტაში დაწყებითი კლასების პროგრამაში ახალი საგანი დაემატა, რომლის მიზანიც ბავშვებისთვის პროფესიის არჩევის პროცესის გაცნობა და ტრადიციული ხელობების პოპულარიზაციაა. ინიციატივა შთაგონებულია ძველი მალტური ტრადიციით – quċċija-თი, რომლის მიხედვითაც ბავშვის მომავალს სიმბოლურად განსაზღვრავდნენ იმ საგნით, რომელსაც ის პირველ დაბადების დღეზე შეეხებოდა.

ახალი პროექტი, სახელწოდებით „X’Se Nagħżel?“ („რა ავირჩიო?“), უკვე ამოქმედდა და მოიცავს 3-5 კლასის მოსწავლეებს. სპეციალურ გაკვეთილებზე ბავშვები ეტაპობრივად სწავლობენ, როგორ იქმნება სხვადასხვა ნივთი – იდეიდან საბოლოო პროდუქტამდე.

სასწავლო პროცესი აერთიანებს თეორიასა და პრაქტიკას: მოსწავლეები ეცნობიან 20-ზე მეტ ტრადიციულ პროფესიას, მათ შორის მინის დამუშავებას, კერამიკას, მაქმანების ქსოვას, მეტალზე მუშაობას, სამკაულების შექმნასა და პარფიუმერიას. თითოეული თემა კონკრეტულ ხელობას ეძღვნება და მოიცავს როგორც მოკლე ახსნას, ასევე ვიზუალურ მასალებსა და პრაქტიკულ დავალებებს, რომლებიც ბავშვებს უკეთ ეხმარება პროცესის აღქმაში.

პროექტის ავტორების თქმით, ახალი საგანი გარკვეულწილად იმეორებს quċċija-ს პრინციპს, თუმცა განსხვავება ისაა, რომ ბავშვები არჩევანს უკვე გაცნობიერებულად აკეთებენ – სხვადასხვა საქმიანობის გამოცდის გზით.

ინიციატივის მთავარი მიზანი არა მხოლოდ პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობაა, არამედ ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის დაცვაც. მრავალი ტრადიციული ხელობა დღეს გაქრობის საფრთხის წინაშეა და მსგავსი საგანმანათლებლო პროგრამები ახალ თაობაში ინტერესის გაღვივებას ემსახურება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები