გორის მუნიციპალიტეტ სოფელ ტყვიავთან ავტოსაგზაო შემთხვევას 12 წლის მოზარდი ემსხვერპლა. მომხდარს საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის პრეზიდენტი, დავით მესხიშვილი ეხმაურება.
„რამდენიმე საათის წინ გორში მოხდა: მამა არაფხიზელ მდგომარეობაში მიუჯდა საჭეს, თან 12 წლის შვილი კალთაში ჩაისვა, გააქანა ავტომობილი გორი-ტყვიავის გზაზე, ხეს შეახეთქა და მოკლა ბავშვი. ასეთია პირველადი ინფორმაცია. 90-იანებში ვართ გადაბარგებულები…
რამდენიმე წუთის წინ პოსტი დავწერე ავტოსაგზაო შემთხვევებზე, დავდე და უცებ ეს ინფორმაცია გავრცელდა. სიტყვები აღარ მაქვს უკვე” – წერს დავით მესხიშვილი.
“შუახევში დაღუპულზე ხმას რატომ არ იღებთ არცერთი? 3 ადამიანის დაღუპვა არ არის ტრაგედია?” – მესხიშვილი