ფლორენციელმა (სამხრეთ კაროლინა, აშშ) მამაკაცმა ლატარიაში მთავარი პრიზი მოიგო და გადაწყვიტა მუშაობა ჩვეულ რეჟიმში გააგრძელოს.
გამოცემა WPDE-TV-ის ინფორმაციით, მომენტალური ლატარიის ბილეთი მამაკაცმა მაღაზიაში იყიდა, გადაფხიკა და აღმოაჩინა რომ 300 ათასი დოლარით გამდიდრდა. ლატარიის ორგანიზატორთა გამოთვლით, მსგავსი მოგების შანსი ერთი 900 ათასთან იყო. ასე რომ, ამერიკელი ნამდვილად ძალიან იღბლიანია.
მიუხედავად მასშტაბური მოგებისა, მამაკაცი სამსახურის დატოვებას არ აპირებს. მისი განცხადებით, ფული ცხოვრებას ნამდვილად გაუმარტივებს, თუმცა რადიკალურ ცვლილებებს არ გეგმავს.
უფრო მეტიც, როდესაც მან მოგება აღმოაჩინა, ერთი წამით დაფიქრდა, ყველაფერი გაიაზრა და პირდაპირ სამსახურში წავიდა.