გუშინ ჯეი ლო გლამურულ ღონისძიებაზე გამოჩნდა. 55 წლის არტისტი და მსახიობი 17 წლის ქალიშვილთან, ემმასთან ერთად ნიუ-იორკში „ბროდვეის“ სპექტაკლს, „ოტელოს“ დაესწრო. ამ დღეს ჯეი ლო შავ კაბაში იყო გამოწყობილი, რომელიც ბისერებით იყო მორთული. ლოპესისა და მარკ ენტონის ქალიშვილს კი კოსტიუმი ეცვა.
რამდენიმე საათის წინ ფოტოები საგრიმიოროდან თავად არტისტმა „ინსტაგრამზე“ გაავრცელა. განსაკუთრებულად დიდი მოწონება დაიმსახურა მოკლე ვიდეომ, რომელშიც ჯეი ლო და ემმა ცეკვავენ.
აღსანიშნავია, რომ 16 წლის გოგონა მამას, მარკ ენტონის საოცრად ჰგავს.
„მამის ასლია!“, „ჯეი ლოს არაფრით ჰგავს“, „ორივე შვილი მამას ჰგავს საოცრად“, – არ წყდება კომენტარები.
„გოგოა თუ ბიჭი?“ – ჯეი ლოსა და მისი 16 წლის ქალიშვილის გამოჩენამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია
