LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მანანა კოზაკოვა: „მკითხავებთან მეც დავდიოდი… უიღბლო ადამიანების თავყრილობა იყო, რომლებიც თვლიან, რომ მათ ქმრებს და საყვარლებს ჯადო გაუკეთეს…“

315
მანანა კოზაკოვა

მსახიობი მანანა კოზაკოვა ჟურნალ „სარკესთან“ საუბრისას ამბობს, რომ იყო დრო, როდესაც ცრურწმენების სჯეროდა, მაგრამ მერე მიხვდა, რომ ეს უაზრობა იყო.

მანანა კოზაკოვა: 

„ახალგაზრდობაში მეც წავსულვარ მკითხავთან. იქ მხვდებოდნენ გაუბედურებული ქალები, რომლებსაც თავიანთი ქმრების ან საყვარლების ფოტოები ეჭირათ ხელში და მკითხავისგან „დახმარებას“ ითხოვდნენ. მათ შემყურეს მეცინებოდა და კარგადაც ვერთობოდი. ვგრძნობდი, რომ უიღბლო ადამიანების თავყრილობა იყო. ხელმოცარული შედიხარ ვიღაცის სახლში, სადაც უბედური და შენსავით ხელმოცარული ადამიანები გხვდებიან, რომლებიც თვლიან, რომ მათ ქმრებს და საყვარლებს ჯადო გაუკეთეს. რა სისულელეა! მკითხავი დააბრუნებს სიყვარულს? სურათს რაღაცას რომ წაუსვამს ან დაადებს, სიყვარული დაგიბრუნდება?! პირველ რიგში, ეს საკუთარი თავის დაცინვაა და მეტი არაფერი. საწყალ ადამიანებს არაფრით უნდათ, საკუთარი ცხოვრებით გაიხარონ…“

„მე ვარ მანანა კოზაკოვა, მაშასადამე, ქართველი!.. ვარ უკრაინელ ხალხთან ერთად!..“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g