მარიკა თხელიძე ახლახან მეორედ გახდა დედა. მას და მის მეუღლეს, გიორგი მანველიძეს გოგონა შეეძინათ. მშობლებმა მას ძალიან ლამაზი სახელი, ვივიენი შეურჩიეს.
მარიკა თხელიძე ჟურნალ „თბილისელებთან“ ამბობს, რომ მეუღლემ საახალწლოდ სიმღერა აჩუქა, რომელსაც მალე „ქუჩის ბიჭებთან“ ერთად ჩაწერს:
„ქმარმა ლილიკო ნემსაძის სიმღერა მისახსოვრა საჩუქრად. სხვათა შორის, ეს სიმღერა ჩემი და გიორგის ურთიერთობას ჰგავს. სიმღერა „ქუჩის ბიჭებთან“ ერთად უნდა ჩავწერო და კლიპიც გადავიღოთ. ამას პირველად ვამბობ თქვენთან. პატარის დაბადების შემდეგ უფრო გააქტიურებას ვაპირებ. გამიმართლა, რომ ასეთი მეუღლე მყავს და მაქსიმალურად მიწყობს ხელს…“
ფოტო: ფეხმძიმე მარიკა თხელიძე მეუღლესთან ერთად: „სიმშვიდე და სიყვარულია შენს თვალებში…“
ფოტო: ორსული მარიკა თხელიძე არაჩვეულებრივ ფორმაშია
ფოტო: მარიკა თხელიძის მეუღლეს მის შვილთან განსაკუთრებულად თბილი ურთიერთობა აქვს