LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მას შეუძლია ერთდროულად ალ პაჩინო და რობერტ დენირო განასახიეროს“ – პენელოპა კრუსი გამოცემა ELLE-ს გარეკანზე მოხვდა და ინტერვიუში ხავიერ ბარდემის შესახებ ისაუბრა

217
page

პენელოპა კრუსი გამოცემა ELLE-ს გარეკანზე მოხვდა და ინტერვიუში მეუღლის, ხავიერ ბარდემის შესახებ ისაუბრა. კრუსმა განაცხადა, რომ ხავიერი ოჯახს საოცრად ახალისებს სხვადასხვა პერფორმანსით.

„ის ხშირად მღერის, შესანიშნავი მოცეკვავეა, ის არაჩვეულებრივად ჰბაძავს მიკ ჯაგერს, მას შეუძლია ერთდროულად ალ პაჩინო და რობერტ დენირო განასახიეროს“, – აცხადებს კრუსი.

შეგახსენებთ, 49 წლის პენელოპას და 54 წლის ხავიერს 13 წლიანი ქორწინება აკავშირებთ, მათ ორი შვილი ჰყავთ.

პირველად წყვილი 1992 წელს, ბიგას ლუნას ფილმის „ლორი! ლორი!“ გადაღებებზე შეხვდა ერთმანეთს. მსახიობები რამდენიმე პიკანტური სცენაში გამოჩნდნენ და სწრაფად მოიპოვეს ესპანეთის მთავარი სექს-სიმბოლოს სტატუსი.

„თვალს ვერ ვაშორებდი, თითქოს მომაჯადოვა. თუმცა, იძულებული გავხდი უარი მეთქვა საკუთარ გრძნობებზე, რადგან პენელოპა მხოლოდ 16 წლის იყო“, – გაიხსენა ბარდემმა პირველი შეხვედრა კრუსთან, რომელიც ფილმზე მუშაობისას მართლაც არასრულწლოვანი იყო.

15-წლიანი ნაცნობობა, რომელიც ქორწინებით დასრულდა – ხავიერ ბარდემისა და პენელოპა კრუსის სიყვარულის ამბავი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები