თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა და ამჟამად უკვე მოწვეულმა ლექტორმა, მეგი ქარცივაძემ ფულბრაითის მკვლევართა სტიპენდია მოიპოვა Harvard University-ს დეივისის ცენტრში კვლევითი ვიზიტისთვის. სტიპენდია სრულად დაფარავს ამერიკის შეერთებულ შტატებში მეგის ვიზიტისა და ცხოვრების ხარჯებს. ინფორმაციას თავისუფალი უნივერსიტეტი ავრცელებს.
კვლევითი ვიზიტის ფარგლებში, მოიპოვა Harvard University-ში დაცულ საბჭოთა და რუსულ საარქივო მასალებზე დაყრდნობით, მეგი გააგრძელებს საკუთარ სადოქტორო ნაშრომზე მუშაობას, რომელსაც ამჟამად წერს University of Oxford-ში. მისი კვლევითი პროექტის სათაურია „სტალინის კულტი ქართულ ფერებში: სტალინური ისტორიის სახელმძღვანელოები, პრესა, მასკულტურა და ქართული სტალინიზმის წარმოშობა“.
აგრეთვე, მეგი გეგმავს, რომ ჰარვარდის უნივერსიტეტში 4-თვიანი ვიზიტის ფარგლებში, დეივისის ცენტრის აკადემიურ პერსონალთან თანამშრომლობით, მოამზადოს საბჭოთა ისტორიისა და საარქივო კვლევის შესახებ ახალი საგნის სილაბუსი, რომლის სწავლებაც იგეგმება თავისუფალ უნივერსიტეტში მეგის საქართველოში დაბრუნების შემდეგ.
გვანცა ჩიტაური სამაგისტრო პროგრამაზე სწავლას ბოსტონში გააგრძელებს
მარიამ ხარაშვილი სამაგისტრო პროგრამაზე აშშ-ში, Columbia Business School-ში ისწავლის
რატი გაბუნიამ New Mexico-ს უნივერსიტეტში ლექცია წაიკითხა – ის აშშ-ში სამაგისტრო პროგრამაზე ისწავლის
ქართველი გოგონა ტარტუს უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით ჩაირიცხა
თორნიკე გოლიაძემ ბარსელონაში სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხულთა რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა
ქართველი თორნიკე ღუტიშვილი ნიუ-იორკის უმსხვილეს ბანკში დასაქმდა
„სასიხარულო ინფორმაცია!“ – ლევან ლოლაშვილი სრული დაფინანსებით ნიუ-იორკის უნივერსიტეტში ისწავლის
ლაშა ჩიქოვანმა ჩრდილოეთ კაროლინას უნივერსიტეტში სწავლის სრული დაფინანსება მოიპოვა
23 წლის სოფო ყირიმლიშვილი ჰარვარდში სრული დაფინანსებით ისწავლის
ქართველი გოგონა 80 000$-იანი დაფინანსებით სწავლას ნიუ-იორკში აგრძელებს
ქართველმა სტუდენტმა აშშ-ში სწავლის სრული, 290 000 დოლარით, დაფინანსება მოიპოვა