რამდენიმე დღის წინ, პოპ-ვარსკლავმა მადონამ განაცხადა, რომ ტესტი გაიკეთა და მის სისხლში კორონავირუსის ანტისხეულები აღმოჩნდა. ამის საფუძველზე კი შეიძლება ითქვას, რომ ვარსკვლავს covid-19 უკვე გადატანილი აქვს.
„სისხლში ანტისხეულები აღმომაჩნდა, ასე რომ ვაპირებ covid-19-ით გაჟღენთილი ჰაერი ჩავისუნთქო" - მადონა
აღნიშნული პოსტის შემდეგ მადონა წვეულებაზე შენიშნეს, სადაც არც უსაფრთხოების ნორმებს და არც სოციალურ დისტანციას არ იცავდა
მანამ, სანამ პანდემიის გამო, ქვეყანაში რეგულაციები ამოქმედდებოდა, მადონა მუსიკალური ტურნეს Madame X ფარგლებში საფრანგეთში იმყოფებოდა. ვარსკვლავი, სავარაუდოდ, სწორედ იმ პერიოდში დაინფიცირდა.
„დაახლოებით 7 კვირის წინ მე ავად ვიყავი და მეგონა, ჩვეულებრივი გრიპი მქონდა“, – განაცხადა არტისტმა.