LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მექსიკელი ნარკობარონი „ელ მენჩო“ ოქროს სასახლით დაკრძალეს

110
ქირიას NEWS შაბლონი


მექსიკაში მოკლული ნარკობარონის რუბენ ოსეგურა სერვანტესის დაკრძალვამ უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების ფონზე ჩაიარა. მისი ცხედარი ადგილობრივ სასაფლაოზე ოქროს კუბოთი მიასვენეს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, სამგლოვიარო პროცესიამ 2 მარტის დილას გვადალახარაში მდებარე სარიტუალო ბიუროდან აიღო სტარტი. სასაფლაოსთან მიახლოებისას კატაფალკას ორკესტრი აცილებდა. დაკრძალვის ცერემონია დახურული იყო და მასზე უცხო პირები არ დაუშვეს.

უსაფრთხოებას უზრუნველყოფდნენ ფედერალური და რეგიონული ძალოვანი სტრუქტურები. სამართალდამცველები პატრულირებდნენ როგორც კორტეჟის გადაადგილების მარშრუტს, ისე სასაფლაოს – Recinto de la Paz Cemetery ტერიტორიას. სარიტუალო ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე ასევე განლაგებული იყვნენ სამხედროები და ჯავშანტექნიკა.

სერვანტესი მექსიკის უსაფრთხოების ძალებმა თებერვლის ბოლოს მოკლეს. 59 წლის კრიმინალური ავტორიტეტი ხელმძღვანელობდა ნარკოკარტელს Jalisco New Generation Cartel, რომელიც ბოლო წლებში ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და ძლიერ დანაშაულებრივ დაჯგუფებად ითვლებოდა. მისი ლიკვიდაციის შემდეგ მექსიკის სხვადასხვა რეგიონში დაძაბულობა და არეულობა დაფიქსირდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები