ენდოკრინოლოგი, ლაშა უჩავა zmna.ge-თან გავრცელებულ მითებზე საუბრობს.
წამყვანის კითხვაზე, „მითია თუ რეალობა, რომ ღამეს ჭამა ასუქებს?“ – სპეციალისტი ამბობს, რომ ეს მითია:
„ეს მითია, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ არ გადავაჭარბოთ დღიურ ნორმას…“
კითხვაზე: „საუზმის გამოტოვება აზიანებს მეტაბოლიზმს?“ – უჩავა ამბობს, რომ ესეც მითია:
„მითია, არ აზიანებს მეტაბოლიზმს, მაგრამ საუზმის გამოტოვება არ უნდა ნიშნავდეს სტრესს ორგანიზმისთვის…“
კითხვაზე: „ჭამის დროს არ შეიძლება წყლის დალევა“, ექიმი ამბობს, რომ ეს გავრცელებული აზრიც მითია:
„მითია ესეც, წყლის მიღება შეგვიძლია დღის ნებისმიერ მონაკვეთში, მათ შორის ჭამის დროსაც, უბრალოდ წყლისა და საკვების ტემპერატურა ერთმანეთისგან არ უნდა განსხვავდებოდეს მკვეთრად“
კითხვაზე, „დღის განმავლობაში მინიმუმ 2 ლიტრი წყალი უნდა მივიღოთ?“ – უჩავა ამბობს, რომ ეს რეალობაა:
„ეს რეალობაა, რომელიც მოწოდებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, თუმცა წყლის რაოდენობა მაინც განისაზღვრება ინდივიდუალურად…“
კითხვაზე „ალკოჰოლი ხელს უშლის წონის კლებას?“, ექიმის თქმით ეს რეალობაა:
„ეს რეალობაა, ალკოჰოლს გააჩნია თავისი ენერგეტიკული ღირებულება და თუ ჩვენ ენერგეტიკულ ღირებულებას გადავაჭარბებთ, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ის ხელს უშლის ჩვენი წონის კლებას“ – ამბობს ენდოკრინოლოგი.
