LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მივეჩვიე უკვე და აღარ მიკვირს, რომ ქართველის კრიტიკას (მტრობასაც კი) ქართველს ვერავინ დაასწრებს” – რას წერს „ამერიკის ხმის” ჟურნალისტი ნუცა ბუზალაძეზე

862
342720346_603767035008007_4636255030747389676_n

„ამერიკის ხმის“ ჟურნალისტი და რედაქტორი მაია ქვარცხავა „ამერიკის ვარსკვლავში“ ნუცა ბუზალაძის წარმატებულ გამოსვლებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„American Idol-ის მომდევნო ტურში ნუცა 12 ფინალისტს შორის მოსახვედრად იბრძოლებს! - ხმის მიცემა და მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია!“ - ზაზა ბანძელაძე წერს, როგორ უნდა მოხდეს ნუცასთვის ხმის მიცემა

როგორც ზაზა ბანძელაძე წერს, ხმის მიცემა საქართველოს დროით 24 აპრილის დილის 04:00 საათზე დაიწყება და 24 აპრილის 14:00 საათზე დასრულდება.

“საქართველოს პოპულარიზაცია უცხოეთში მყოფი ქართველისთვის ყველაზე ელემენტარული და ამავე დროს ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა მგონია. ვიცი, რომ ჩემსავით ყველა არ ფიქრობს. მაგრამ, როცა ოდნავ მაინც გაქვს პასუხისმგებლობის გრძნობა და ყოველდღიურად აწყდები, რამდენად არ იციან უცხოეთში ეს ერთი ციცქნა საქართველო, ინსტინქტის დონეზეც კი აქ თავი ბევრს ქართული კულტურის, ისტორიის, ხელოვნების, კულინარიის, ღვინის და ა.შ. ელჩებად წარმოგვიდგენია.

ამერიკელი ვოკალის პედაგოგი: „ჩემი გადასაწყვეტი რომ იყოს, ნუცა „ამერიკის ვარსკვლავის“ ტოპ-სამეულში იქნებოდა!..“

ამიტომაც ხვიჩა კვარაცხელიას, ანიტა რაჭველიშვილის, ტოჩინოშინის და სხვათა მსგავსად, ვგულშემატკივრობ ნუცა ბუზალაძესაც. არ აქვს მნიშვნელობა, მომწონს თუ არა რომელიმე, ან თუნდაც ის სფერო, სადაც ისინი თავს იმკვიდრებენ. იმასაც მივეჩვიე უკვე და აღარ მიკვირს, რომ ქართველის კრიტიკას (მტრობასაც კი) ქართველს ვერავინ დაასწრებს. არაუშავს, მთავარია ყველა ასეთი არ ვართ. “აიდოლზე” ნუცას გამოსვლები ვნახე ეს დღეები და ამერიკული მედიის გამოხმაურებასაც გავეცანი. წერენ, რომ ის პირველი უცხოელია ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტის ფარგლებს გარეთ, ვინც ნახევარფინალში გავიდა. კონკურსს კარგად არ ვიცნობ, მაგრამ ის კი მესმის, რომ ქართველი მომღერლისთვის ეს ერთ-ერთი უიშვიათესი შანსია, რომ მსოფლიოს დიდ საკონცერტო სცენებზე მოხვდეს. წარმატებები ნუცას!”, – წერს მაია ქვარცხავა ფეისბუკში.

რა მოწოდებით გამოდის ზაზა შენგელია: „ვისურვებ, გაგეაზრებინოთ ბოლომდე, რამხელა რამეს არის აბსოლუტურად მარტო შეჭიდებული 350-მილიონიანი მოსახლეობის მქონე ამერიკაში, 25 წლის ქართველი გოგო, შეგეცვალოთ მასზე აზრი და გეამაყოთ ნუცათი!..“

„ნუცა ბუზალაძეზე ვინც აგდებულად ლაპარაკობს, ძალიან მაოცებს.. ეს გოგო არ არის დახარბებული კარიერაზე და არც ფულის შოვნაზე.. ძალიან კარგი ფილმი გაკეთდებოდა მის ცხოვრებაზე“ – თეა აბაშმაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g