LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მოჩვენებითი უდარდელობა?“ – ჯეი ლო ენერგიული ცეკვისა და ბენ აფლეკისა და მისი „ექსის“ ფოტოების გავრცელების შემდეგ, პირველად გადაიღეს

3092
page

რაც დრო გადის, ჯეი ლოსა და ბენ აფლეკის ურთიერთობა სულ უფრო და უფრო ჩახლართული ხდება. გუშინ ბენი ექს-მეუღლისა და შვილების გარემოცვაში, საოცრად ბედნიერი გადაიღეს. ჯეი ლო კი ბრუნო მარსის კონცერტზე მარტო მივიდა. მისი ენერგიული ცეკვის ვიდეომ უკვე მოახერხა ინტრნეტსივრცეს დაპყრობა.

„თავისუფლების ცეკვა“ – ჯეი ლო ბენ აფლეკის დაბადების დღეზე ბრუნო მარსის კონცერტზე, მარტო ცეკვავს – ვიდეო ინტერნეტსივრცეს იპყრობს

ყოველივე ამის შემდეგ 55 წლის არტისტი ლოს-ანჯელესის ქუჩებში ეულად სეირნობის დროს გადაიღეს. სხვათა შორის, ჯენიფერი პაპარაცებს უღიმოდა და სულაც არ ეტყობოდა დრამატიზმი. ის როგორც ყოველთვის შეუდარებლად გამოიყურებოდა. მას თავისუფალი სტილის ჯინსის შარვალი ტოპი და მოკლე კრემისფერი ქურთუკი ამშვენებდა.

„მოჩვენებითი უდარდელობა?“, „იმედია ოდესმე გავიგებთ, რა ხდება“, „მშვენივრად გამოიყურება“, – არ წყდება კომენტარები.

„ბენ აფლეკი ოჯახს დაუბრუნდა და ის ბოლოს და ბოლოს ბედნიერია“ – მსახიობის უახლესი ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები