LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მოუყევით მთელ მსოფლიოს!! ჩვენმა მუსლიმმა ძმებმა ბაირამის აღნიშვნა გადადეს ქრისტიანი პატრიარქის ხსოვნის პატივსაცემად! ესაა სიყვარული და ნამდვილი ძმობა“ – ლაშა ღლონტი

4216
ლაშა ღლონტი

მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობამ „ნოვრუზ ბაირამთან“ და „რამაზან ბაირამთან“ დაკავშირებული ყველა ღონისძიება გააუქმა.

აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორეს გარდაცვალების გამო მიიღეს. მარნეულში მცხოვრები აზერბაიჯანელები, სამძიმარს უცხადებენ ქართველებს და ამბობენ, რომ პატრიარქი მათ აერთიანებდათ.

აღნიშნულთან დაკავშირებით მომღერალი ლაშა ღლონტი სოციალურ ქსელში წერს:

„მოუყევით მთელ მსოფლიოს! ჩვენმა მუსლიმმა ძმებმა ბაირამის აღნიშვნა გადადეს ქრისტიანი პატრიარქის ხსოვნის პატივსაცემად!!! ეს მოხდა გულით, სიყვარულით და ყოველგვარი სიყალბის გარეშე!!! ესაა სიყვარული და ნამდვილი ძმობა!!! მოუყევით და აჩვენეთ ყველას ზღვა ხალხი სიცივეში, წვიმაში პატარა ბავშვებით, მოხუცებით და უდიდესი სიყვარულით!!! საოცრებაა!!!! საქართველოს გაუმარჯოს თავისი მრავალფეროვნებით და სიყვარულით“, – წერს მომღერალი ლაშა ღლონტი.

„დიდხანს და ჩუმად აკვირდებოდა ახლოდან… მერე კი თვალები ცრემლით აევსო, თითქოს ამ ნაქსოვში ჩადებული სული და სიყვარული იგრძნო“ – რა ისტორიას იხსენებს სამირა ბაირამოვა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g