LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოვუწოდებ დამნაშავეებს, სრულად აანაზღაურონ ტელეკომპანიისთვის მიყენებული მრავალმილიონიანი ზიანი – ქიბერ ხალვაში განცხადებას ავრცელებს

202
ქიბერ ხალვაში

დღევანდელი გადაწყვეტილებით დადასტურდა მარტივი სამართლებრივი ჭეშმარიტება, რომ კომპანია “ინტერმედიასთან” გარიგების დადების გზით, “რუსთავი 2-ის” ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ, ტელეკომპანიის მაშინდელი არაკანონიერი მფლობელების თანხმობით, “რუსთავი 2-ს” განზრახ 6,7 მილიონი ლარის ოდენობის ფინანსური ზიანი მიაყენა, – ამის შესახებ ნათქვამია ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” მფლობელის ქიბარ ხალვაშის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რითაც ის „მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილ განაჩენს ეხმაურება.

ქიბარ ხალვაში ტელეკომპანიისთვის მიყენებული სავარაუდო ზიანის ანაზღაურებას ითხოვს და განმარტავს, რომ ამ მიზნით, სისხლის სამართლის განაჩენის საფუძველზე, დაუყოვნებლივ წარადგენს სასამართლოში სამოქალაქო სარჩელს.

“აღნიშნული ზიანი ახლაც მძიმე ტვირთად აწევს “რუსთავი 2-ს”, რომელიც ქართული და სტრასბურგის სასამართლოების გადაწყვეტილებებით, 2019 წელს კანონიერ მფლობელს დაუბრუნდა. “რუსთავი 2-ისთვის” ზიანის მიყენების მოტივი გახლდათ ის გარემოება, რომ ტელეკომპანიის მაშინდელი არაკანონიერი მფლობელებისა და გენერალური დირექტორის საფუძვლიანი ვარაუდით, “რუსთავი 2” კანონიერ მფლობელს უსათუოდ დამიბრუნდებოდა.

მათ თავად იცოდნენ, რომ ტელეკომპანიის შენარჩუნების არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ ჰქონდათ, რაც საბოლოოდ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომაც დაადასტურა. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ის გარემოება, რომ ტელეკომპანიისთვის ზიანის მიყენება გაგრძელდა მას შემდეგაც, რაც სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების აღსრულება დროებით შეაჩერა.

ეს ნიშნავს, რომ ნიკა გვარამიამ ბოროტად ისარგებლა სტრასბურგის სასამართლოს მიერ შეფარდებული დროებითი ზომით, მისი გამოყენებით ტელეკომპანიას დამატებით რამდენიმე მილიონი ლარის ოდენობის ზიანი მიაყენა, რაც სტრასბურგის სასამართლოს მიმართ უდიერი დამოკიდებულების მკაფიო გამოვლინებაა. მოვუწოდებ დამნაშავეებს, სრულად აანაზღაურონ ტელეკომპანიისთვის მიყენებული მრავალმილიონიანი ზიანი. ამ მიზნით, სისხლის სამართლის განაჩენის საფუძველზე, დაუყოვნებლივ წარვადგენ სამოქალაქო სარჩელს სასამართლოში,”- ნათქვამია ქიბარ ხალვაშის განცხადებაში, რომელსაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს.

დღეს, 16 მაისს,  „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია და მასთან ერთად ბრალდებული კახაბერ დამენია სასამართლომ დამნაშავედ ცნო, ზურაბ იაშვილი კი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი.

ნიკა გვარამია სასამართლომ ნაწილობრივ დამნაშავედ ცნო, მის მიმართ წარდგენილი მუხლების ნაწილი 220-ე მუხლით გადაუკვალიფიცირა და 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა.

ენმ-ის პერიოდში ამ სიმძიმის დანაშაულისთვის, შეიძლება ციმბირი უკან მოეტოვებინათ… ეს პოლიტიკური შურისძიება არაა – როგორ ეხმაურება უმრავლესობა გვარამიას დაკავებას

სალომე ზურაბიშვილმა დაუყოვნებლივ უნდა შეიწყალოს ნიკა – როგორ აფასებენ გვარამიას დაკავებას ოპოზიციაში

ამავე თემაზე: 

გაბუნია: ბრძოლა აუცილებლად გაგრძელდება, არ იქნება მარტივი, მაგრამ „მთავარი არხი“, ნიკა გვარამიას ბოლო წლების ქმნილება გააგრძელებს ჩვეულებრივად მუშაობას

„ასამართლებენ მხოლოდ იმის გამო, რომ „რუსთავი 2“ აქცია თავისუფლების ციხესიმაგრედ და შეკრა გუნდი, რომელსაც ამ დრომდე ვერ მოერია „მანქურთთა ჯგუფი“ – ნოდარ მელაძე გვარამიაზე

ვიდეო – რასაც მთელი ცხოვრება ებრძოდა, რისთვისაც მთელი ცხოვრება წვალობდა, იმის გამო ასამართლებდნენ: სოფო ლილუაშვილი ნიკა გვარამიაზე

აბა თქვენ იცით! – ნიკა გვარამიას პირველი კომენტარი განაჩენის შემდეგ

ნიკა გვარამიას მეუღლე: „მხოლოდ იმის თქმა შემიძლია ახლა, რასაც ჩემს შვილებს ვეტყვი სკოლიდან რომ გამოვლენ, გამაგრდნენ..“

„ბიძინა ივანიშვილისთვის, ტელეკომპანია „მთავარი“ გახდება აზოვსტალი“ – როგორ ეხმაურებიან ნიკა გვარამიას დაკავებას

გიორგი მშვენიერაძე: „ამ ქვეყანაში ყველაფერი დანაშაულია, ბიძინა თუ მტრად გთვლის და ყველაფერი კანონიერია, ბიძინას ლაქია თუ ხარ.. სინამდვილეში ხელბორკილი სიტყვის თავისუფლებას დაადეს“

სიმონიშვილი: ნიკა გვარამიას განაჩენი გამოუტანა მოსამართლემ, რომელსაც ამ საქმის განხილვის უფლებაც კი არ ჰქონდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები