LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მშობიარეს თავთან დგახარ და ხვდები, სინათლის წლის მანძილით შორს ხარ ამ მისტერიასთან – შიშთან, ტანჯვასთან, რომელმაც უნდა შვას მიუწვდომელი და მაინც მოულოდნელი ბედნიერება“ – გიორგი კეკელიძე შვილის დაბადებით გამოწვეულ ემოციებზე

238
გიორგი კეკელიძე

მწერალი გიორგი კეკელიძე, რომელსაც რამდენიმე დღის წინ შვილი ეყოლა, სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს.

გიორგი კეკელიძეს და მარიამ სოსელიას ქალიშვილი შეეძინათ – რა დაარქვეს ახალშობილს

გიორგი კეკელიძე, რომელიც მეუღლის მშობიარობას თავადაც დაესწრო, ემოციურად აღწერს შვილის ამ ქვეყნად მოვლენის დროს განცდილ ემოციებს.

„არის გმირობები, რომლებიც, რომც არ გამოცადო – გასაგებია. თუნდაც ძალიან შორეული და გზაზე ძნელად შესახვედრი. არის ისეთი, რომელსაც ვერასდროს გაიგებ, რაც უნდა ახლოს იდგეს მასთან, განიცდიდე, მონაწილეობას ცდილობდე და შეხიდებას.

კეკე ნაშუადღევს, ხუთი ნახევრისკენ დაიბადა. მანამდე იყო მარიამის ერთი დღე ამ ლოგინზე და ცხრა თვე სხვაგან. ამ ცხრა თვის ყველა დღე გამოდგა სხვადასხვანაირი, თითქოს მთავარი გმირის ცხოვრებას წინასწარ იმეორებდა – დაბადებამდე. ტკივილით, უძალობით, ცრემლით, ღიმილით, სიხარულით, ძალით.

მე დავესწარი მშობიარობას.

ალბათ ეს ზმნა ყველაზე ზუსტია, რამდენადაც სიტყვე დამსწრე არის მაინც უთვისებო და ვერთანაგამცდელი. მშობიარეს თავთან დგახარ და ხვდები, სინათლის წლის მანძილით შორს ხარ ამ მისტერიასთან – შიშთან, ტანჯვასთან, რომელმაც უნდა შვას მიუწვდომელი და მაინც მოულოდნელი ბედნიერება. მოულოდნელი – ამდენი დღის ფიქრით მაძღარი ლოდინის მიუხედავად.

კი. გმირობაა. კაცობრიობის ნახევრისთვის მუდამ გამოუცდელი გმირობა და მანძილი, რომელსაც ვერასდროს დავფარავთ და ვერასდროს დავეწევით.

სულ უკან მიდევნებული ვიქნებით“, – წერს გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში.

არის გმირობები, რომლებიც, რომც არ გამოცადო – გასაგებია. თუნდაც ძალიან შორეული და გზაზე ძნელად შესახვედრი. არის ისეთი,…

Posted by გიორგი კეკელიძე • Giorgi Kekelidze on პარასკევი, 09 მაისი, 2025

შეგახსენებთ, გიორგი კეკელიძეს და მარიამ სოსელიას ქალიშვილი ეყოლათ, მათ ახალშობილს კეკე დაარქვეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g