LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო ავტო ბაზარზე გაყიდვები 8%-ით გაიზარდა

106
მსოფლიო ავტო ბაზარზე გაყიდვები 8%-ით გაიზარდა

მარტის თვეში მსოფლიოში 7,6%-ით უფრო მეტი მანქანა გაიყიდა, ვიდრე ერთი წლით ადრე. გაზაფხულის პირველი თვის შეჯამებით მსუბუქი და მსუბუქი კომერციული ავტომობილების გაყიდვის მაჩვენებელმა 8 568 912 ერთეული შეადგინა. მთლიანობაში პირველი კვარტლის ჯამში 21 955 752 მანქანის რეალიზება მოხერხდა, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6%-ით უფრო მეტია.

პლანეტის ყველაზე დიდ ავტო ბაზრად ისევ ჩინეთი რჩება, სადაც მარტში მეპატრონე 2 385 223 ავტომობილმა იპოვა, რაც 2024 წლის მარტთან შედარებით 11,3%-ით უფრო მეტია. მეორე ადგილს საკმაოდ დიდი სხვაობით აშშ იკავებს, მის შემთხვევაში 1 613 241 ავტომობილი რეალიზდა, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 11,2%-ით უფრო მეტია.

დასავლეთ ევროპის ბაზარი შედარებით სტაბილურია: გაყიდვებმა 460 796 ერთეული შეადგინა, რაც 0,6%-იან ზრდას ნიშნავს. აღმოსავლეთ ევროპაში საპირისპირო დინამიკა დაფიქსირდა, გაყიდვები 12,5%-ით შემცირდა და 358 917 ერთეული შეადგინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები