LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,მსოფლიო ლედი გაგას ხელახალი დაბადების მოწმე გახდა” – არტისტის გრანდიოზული პერფორმანსი ,,კოაჩელაზე”

163
gaga-comp

,,მსოფლიო 39 წლის ასაკში ლედი გაგას ხელახალი დაბადების მოწმე გახდა” – სწორედ ასე აფასებენ ტაბლოიდები არტისტის ორ საათიან პერფორმანსს ,,კოაჩელაზე”, რომლითაც წლევანდელი ფესტივალი გაიხსნა.

ოთხმოქმედებიანი შოუს განმავლობაში, შემსრულებელმა კარიერის ყველა ჰიტი და ახალი ალბომის – Mayhem სიმღერები შეასრულა.

წარმოდგენამ ექსტრავაგანტული კოსტიუმებითა და სულისშემძვრელი ქორეოგრაფიით, მსმენელის მონუსხვა უდავოდ მოახერხა, თუმცა აღმოჩნდნენ ისეთებიც, რომელთაც მომღერალს ბრალი სატანისტური რიტუალის ჩატარებაში დასდეს.

სცენა გოთიკური სტილის ოპერის ასოციაციას ქმნიდა, რომელზეც გაგამ კარიერის განმსაზღვრელი სპექტაკლი დადგა და თავისი ისტორია მოჰყვა.

მან გამოსვლა სიმღერების – Bloody Mary და Abracadabra შესრულებით გახსნა რითაც ნათელი გახდა, რომ მთავარ სთეიჯთან თავმოყრილი აუდიტორია გრანდიოზული სანახაობის მომსწრე გახდებოდა.

ცალკე აღნიშვნას იმსახურებს მომენტი, როცა ჭადრაკის ფორმის სცენაზე, მომღერალმა საკუთარი წარსული ბრძოლაში გამოიწვია და დაამარცხა. მუსიკოსის ალტერ ეგო იმავე ლუქის თეთრ ვერსიას იმეორებდა, რომლითაც გაგა 2009 წელს, MTV Video Music Awards-ზე გამოჩნდა და კარიერის საწყის ეტაპზევე სამ, მათ შორის ,,საუკეთესო ახალი არტისტის” ნომინაციაში გაიმარჯვა. ,,ბათლისას” მუსიკოსი შემოქმედების ერთ-ერთ გამორჩეულ ტრეკს – Poker Face ასრულებდა.

საღამო გაგამ საკულტო ჩანაწერით – Bad Romance დახურა.

შეგახსენებთ, რომ ლედი გაგა ,,კოაჩელას” ჰედლაინერად, მეორედ იქცა. პირველად ის ამ რანგში ფესტივალზე 2017 წელს გამოჩნდა, როცა ორსულობის გამო ბიონსე ჩაანაცვლა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები