თბილისში, ნაძალადევის რაიონში ავარიას ქვეითი, 35 წლამდე ქალი ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, ავტომობილი ასევე, დაეჯახა მის დედას, რომელიც მომხდარი ავარიის შემდეგ შვილის დასახმარებლად გზაზე გადავიდა. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
შემთხვევა წუხელ მოხდა.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
