LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანიკო ხაზარაძე: „ალცჰაიმერის დაავადებამ მამაჩემს ვერ წაართვა მთავარი – ღირსება და განათლება“

556
nanikoxazardz2032445

ნანიკო ხაზარაძე ჟურნალ „სარკესთან“ ოჯახური თემების, კერძოდ, მამის შესახებ საუბრობს, რომელიც ალცჰაიმერითაა დაავადებული. ნანიკო ის მოსაცლელად კეთილმოწყობილ პანსიონატში გადაიყვანა. ამ ამბავს საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

როგორც ნანიკო აღნიშნავს, მამას პანსიონატში ოთხი ადამიანი უვლის და მას ჰგონია რომ ისევ საკუთარი პროფესიით, ექიმობით არის დაკავებული.

ნანიკო ხაზარაძე:

ალცჰაიმერის დაავადებამ მამაჩემს ვერ წაართვა მთავარი – ღირსება და განათლება. რამდენჯერმა ვერ მიცნო, თუმცა მე ვარ მაინც ერთადერთი, რომლის აღქმის პრობლემა არ აქვს. ჩემს შვილს ვერ აღიქვამს. ხანდახან საერთოდ ავიწყდება, ხანდახან შოკში აგდებს მისი ასაკი, ჰქონია, რომ ახლახან დაიბადა. ბოლო დროს ამოჩემება ჰყავს დედაჩემი. ახლა გაახსენდა, რომ ცოლი ჰყავდა და ხშირად ლაპარაკობს მასზე…“

ნანიკო იმ კრიტიკასაც პასუხობს, რაც მამის პანსიონატში გადაყვანის შემდეგ საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან მიიღო:

„მე პრობლემა არ მქონია, მათ ჰქონდათ, ვინც სხვაგვარად ფიქრობდა. ზუსტად ვიცოდი, რას ვაკეთებდი და ზუსტად ვიცოდი, რომ ეს უკეთესი იყო მისთვის, ჩემთვის და ყველასთვის. უსამართლო იყო ადამიანების დამოკიდებულებები და შეფასებები. როცა არ იცი, რასთან გაქვს საქმე, არ უნდა ილაპარაკო. საზოგადოების დამოკიდებულებას ყოველთვის მარტივად ვუყურებ, რამდენი ადამიანიც არის, იმდენი აზრია. უბრალოდ, არსებობს ეთიკა, რომელიც ყველამ უნდა დაიცვას თავისი აზრის გამოთქმისას“, აღნიშნავს ტელეწამყვანი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g