LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანკა ქოქიაშვილი: „ადრე მაქვს ნათქვამი, ჩემი მომავალი მეუღლე, სერიოზული და დაღვინებული მამაკაცი უნდა იყოს-მეთქი… ჩემი მეუღლე ზუსტად არჩილისნაირი წარმომედგინა…“

226
ნანკა და არჩილი

ჟურნალი „თბილისელები“ აქვეყნებს ინტერვიუს რადიოწამყვან ნანკა ქოქიაშვილთან. მან და მისმა რჩეულმა, მომღერალმა არჩილ ცანკაშვილმა ახლახან დაიწერეს ჯვარი.

– სად გაიცანით ერთმანეთი და რამდენ ხანში გადაწყვიტეთ ოჯახის შექმნა?

– ჩვენი გაცნობა უცნაურად მოხდა. ფეისბუქ-მეგობრები ვიყავით. გადაცემა მქონდა ერთ-ერთ რადიოში და როგორც მომღერალი, პირდაპირ ეთერში ჩამერთო. ეს იყო ჩვენი პირველი დიალოგი, რომელიც ოფიციალურად შედგა. გადაცემის მერე საიტისთვის უნდა გამეშიფრა მომღერლის საუბარი, დამეწერა სტატია და დამედო. გაშიფვრის დროს მივხვდი, უფრო ვეპრანჭებოდით და ვეფლირტავებოდით ერთმანეთს და ის ხელჩასაჭიდი ინფორმაცია, რაც რესპონდენტისგან სტატიისთვის უნდა დამეწერა, დამაკლდა. მოკლედ, ამის მერე არჩილმა მითხრა, რადიოში უნდა ამოვიდეო. დავუშალე, მაგრამ მიპასუხა: მე შენთან არ მოვდივარ, მანდ ყველას ვიცნობ და საქმე მაქვსო. მენეჯერი რომ შემოვიდა და მითხრა თქვენთან სტუმარიაო, მივხვდი, რომ ის იყო და ასე მოხდა ჩვენი პირველი შეხვედრა. შემდეგ გაგრძელდა მიმოწერები, შეხვედრები და მალევე გადავწყვიტეთ ოჯახის შექმნა, ბევრი არ გვიფიქრია.

– ანუ, ისეთი ადამიანი აღმოჩნდა, როგორ მამაკაცზეც წარმოსახვაში ოცნებობდი?

– რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, არის ადამიანი, რომელსაც ვენდობი და პირველ რიგში, საუკეთესო საყრდენი. ალბათ, ყველა გოგონას აქვს წარმოსახვა, როგორი უნდა იყოს მისი მომავალი მეუღლე. ჩემი მეუღლე კი ზუსტად არჩილისნაირი წარმომედგინა. რაც არ უნდა პრობლემა შემხვდეს, ზუსტად ვიცი, თუ ვერ გავუმკლავდები, მის გადალახვაში ის დამეხმარება. დამოუკიდებელი რომ ვიყავი, ყველაფერთან მე მიწევდა შეჭიდება, მოგვარება, ახლა არჩილი მიდგას გვერდით და მიადვილებს ყოფას. მხრებიდან მომეხსნა ის დარდი, რომ მარტოს არ მომიწევს გამკლავება და ვიცი ჩემი მეუღლე გამოსავალს ყველა სიტუაციიდან იპოვის. არ დამავიწყდება, ადრე ინტერვიუში მაქვს ნათქვამი, ჩემი მომავალი მეუღლე, სერიოზული და დაღვინებული მამაკაცი უნდა იყოს-მეთქი და ზუსტად ასეთია არჩილი. რომანტიკულიცაა, განსაკუთრებულად იცის ყვავილების შერჩევა და ჩუქება…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g